კლიმატი გთავაზობთ სამაცივრე და კომერციულ მაცივრებზე მონიტორინგის და კონტროლის სისტემების, როგორც მიწოდებას, ასევე მონტაჟს და სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
თანამედროვე სამაცივრე მეურნეობები მოითხოვს მუდმივ დაკვირვებას და კონტროლს. სამწუხაროდ ხშირია ძვირადღირებული პროდუქტის გაფუჭების ფაქტები, მხოლოდ იმიტომ რომ არ არსებობს სამაცივრე კამერებზე მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აღნიშნულ სფეროში. კლიმატი - ს მთავარი ამოცანაა საქართველოში თანამედროვე სისტემების დანერგვა. სოფლის მეურნეობა მოითხოვს განვითარებას, ამიტომ აუცილებელია საქართველოში განთავსებული სამაცივრე მეურნეობები აღიჭურვოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სისტემებით. მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაღალკვალიფიციური პროგრამისტები შეძლებენ თქვენი მაცივრების პროგრამულ უზრუნველყოფას. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გააკონტროლებთ კამერების მდგომარეობას და შეიტანთ ცვლილებებს მათ მართვაში. აღნიშნული სისტემით მინიმუმამდე დაგყავთ პროდუქტის გაფუჭების საფრთხე. ნუ ჩააყენებთ თქვენ ბიზნესს საფრთხეში. ერთად შევუწყოთ ხელი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას !
კლიმატი - ს მთავარი მიზანია მხოლოდ ინოვაციური, თანამედროვე, უსაფრთხო და იაფი ტექნოლოგიების შეთავაზება ქართული ბაზრისთვის. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ ენერგოეფექტური სისტემების დანერგვა საქართველოში.
კომპანია კლიმატი გახლავთ EBRD ( ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ) BAS - პროგრამის აკრედიტებული კონსულტანტი საინჟინრო კვლევების და ენერგო ეფექტურობის საკითხებში.
მონიტორინგის და კონტროლის სისტემები სამრეწველო და კომერციული მაცივრებისთვის |
"კლიმატი" - დედამიწის მეგობარი კომპანია ! |